აჭარაში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები დაიწყო

აჭარაში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები დაიწყო. პირველ ეტაპზე, თეორიულ-პრაქტიკული კურსები განთავსებისა და კვების ობიექტების მიმტანებს უტარდებათ. მაგიდის სერვირება, სტუმრისთვის კერძებისა და სასმელების შეთავაზების სტანდარტები, შეკვეთის მიღების წესები, კონფლიქტური სიტუაციების მართვა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელსაც მიმტანები ეცნობიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საგაზაფხულო სწავლება ასევე ჩატარდება სომელიებისთვის, ბარისტებისთვის, დასუფთავსების სამსახურისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის. მოკლე ვადიანი თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო პროგრამა სპიკერების საჯარო ლექციებსა და სომელიების სერტიფიცირებულ ტრენინგ-კურსსაც მოიცავს.

მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ.

მეტის ნახვა