ტურნირი ქართულ ნარდში - ვინ მიიღო ოქროს კამათელი?

ტურნირი ქართულ ნარდში. შეჯიბრი საზოგადო მოღვაწისა და პოეტის, ნოდარ სპარტაკ ვანაძის პატივსაცემად გაიმართა. მასში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო.

ქალთა კატეგორიაში პირველი ადგილი მედეა ბიბილეიშვილმა დაიჭირა, კაცებს შორის საპრიზო ადგილი გურამ აზმაიფარაშვილი აიღო. ლიდერებს შორის გამართული შეჯიბრი კი მედეა ბიბილეიშვილის გამარჯვებით დასრულდა. მას ოქროს კამათელი გადაეცა. სხვა მონაწილეები კი თასებით, წიგნებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ტურნირი აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის ინიციატივით გაიმართა.

მეტის ნახვა