გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

სპორტი

ფოტო: twitter

საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურის სიმბოლურ გუნდში ორი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი დაასახელეს.

მიქაუტაძემ „სენტ ეტიენის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მე-10 და 26-ე წუთებზე გატანილი გოლებით დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მოგებაში დაეხმარა. რაც შეეხება დავითაშვილს, მან „გრენობლთან“ შეხვედრაში 57-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა.

გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 2-ში 19 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული და ამ მაჩვენებლით ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მისი „მეცი“ კი 58 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის ეგიდით რიგით მესამე გოლი გაიტანა. „ბორდო“, სადაც ის თამაშობს, 59 ქულით მეორე ადგილზეა. სწორედ ეს გუნდები იბრძვიან მომავალი სეზონისთვის საფრანგეთის ლიგა 1-ში დასაწინაურებლად.

მეტის ნახვა