"TV25"-ის ექსკლუზიური ინფორმაცია დადასტურდა - თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირების გამო ბათუმის მთავარი არქიტექტორი თანამდებობას ტოვებს

მირიან მეტრეველი

მირიან მეტრეველმა თანამდებობა დატოვა. ბათუმის მთავარი არქიტექტორი პოსტს ერთთვიანი შვებულების შემდეგ გამოემშვიდობა. ინფორმაციას თვითმმართველობის პრესსამსახურში გვიდასტურებენ.

მირიან მეტრეველს თანამდებობის დატოვება დაახლოებით ერთი თვის წინ სურდა, რის შესახებაც "TV25.GE" ექსკლუზიურად წერდა. 

ჩვენი ინფორმაციით, მეტრეველის გადაწყვეტილება რეგიონის პირველ პირთან, თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირებას უკავშირდება. საქმე გამოცემა “ბათუმელებთან” მირიან მეტრეველის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხება.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მირიან მეტრეველმა განაცხადა, რომ თორნიკე რიჟვაძის გამონათქვამი [ვერავის გადაუღუნოთ] უხერხული იყო.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სუს-მა ბათუმის მერიიდან დოკუმენტაცია გაიტანა. საგამოძიებო ორგანო მირიან მეტრეველის საქმიანობისას გაცემული სამშენებლო ნებართვების კანონიერებას სწავლობს.

ჩვენი ინფორმაციით, პროცესი მეტრეველის დაკავებით დასრულდება. ყოფილ საჯარო მოხელესთან დაკავშირება ვერ შევძელით, რადგან მას მობილური ჩამოართვეს. 

მეტის ნახვა