ბათუმის მთავარი არქიტექტორი თანამდებობას ტოვებს

TV25.GE-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბათუმის მთავარი არქიტექტორი თანამდებობას ტოვებს. მირიან მეტრეველი ამ ეტაპზე შვებულებაშია, რომლის დასრულების შემდეგაც გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერს.

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, რადგან მას ტელეფონი გამორთული აქვს.

TV25-ის ინფორმაციას თვითმმართველობაში რამდენიმე ადამიანი ადასტურებს. მათი თქმით, გადაწყვეტილება რეგიონის პირველ პირთან დაპირისპირებას უკავშირდება.

საქმე გამოცემა “ბათუმელებთან” მირიან მეტრეველის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხება.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მირიან მეტრეველმა განაცხადა, რომ თორნიკე რიჟვაძის გამონათქვამი [ვერავის გადაუღუნოთ] უხერხული იყო.

მეტის ნახვა