"გახსოვდეს ვინ არის მტერი" - მორიგი აქცია ევროპის მოედანზე

„გახსოვდეს ვინ არის მტერი“ - კამპანიის ფარგლებში მორიგი აქცია დღეს, ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართა. სტუდენტებმა და რიგითმა ბათუმელებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნი ააჟღერეს. ამ ფორმით, შეკრებილებმა რუს ტურისტებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ისინი ოკუპანტები არიან და მათ მსგავს დისკომფორტს მუდმივად შეუქმნიან.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ რუსების საქართველოში მასობრივი შემოდინება გრძელვადიან პერიოდში რისკებთანაა დაკავშირებული. ახალგაზრდები სავიზო რეჟიმის დაწესების აუცილებლობასაც ხედავენ.

მეტის ნახვა