მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა

ავტომობილი დაიწვა

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა. ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ წერს. გავრცელებული ცნობით, ცეცხლი „რენოს" მარკის მოძრავ ავტომობილს გაუჩნდა.

მგზავრებმა და მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები.

მეტის ნახვა