ახალი ამბები • 1714047147
ხორცის 6 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს
ახალი ამბები
1638884100
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის 6 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა. აგრარულ ბაზრებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხორცის სარეალიზაციო ობიექტებზე გაწეული კონტროლისას, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დარღვევები გამოავლინეს.
შემოწმებული 10 ობიექტიდან, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 6 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და დაილუქა. გაურკვეველი წარმომავლობის 40 კილოგრამი ხორცი კი, კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა.
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
მეტის ნახვა