გვიან ღამით, ბათუმში, ძლიერი ხანძარი იყო

გვიან ღამით, ბათუმში, ძლიერი ხანძარი იყო. ცეცხლი ლერმონტოვისა და გრიბოედოვის ქუჩების გზაჯვარედინთან, სასაწყობო შენობა-ნაგებობას გაუჩნდა. ადგილობრივთა ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, გამომწვევი მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.

მეტის ნახვა