ახალი ამბები • 1696316493
გარდაიცვალა კაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლე მოკლა
ახალი ამბები
1669450102

კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი მეუღლე მოკლა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ქუთაისის დამწვრობის ცენტრში ადასტურებენ.
მკვლელობაში ბრალდებულს 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, მდგომარეობა იყო მძიმე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გუშინ გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, შემთხვევა 24 ნოემბერს მოხდა. კაცი მაღაზიაში შეიჭრა, სადაც მისი ყოფილი ცოლი მუშაობდა და ქალს ბენზინი შეასხა. როგორც ცნობილია, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მეტის ნახვა