ავტოსაგზაო შემთხვევას 62 წლის კაცი ემსხვერპლა

პოლიცია

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქი–ნინოწმინდის დამაკავშირებელ გზაზე. სოფელ ხოსპიოსთან, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას 62 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინციდენტის შედეგად, დაშავდა კიდევ ორი პირი. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, მათ სხვადასხვა სახის ტრავმები აღენიშნებოდათ, თუმცა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 276 მე–6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

 

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

მეტის ნახვა