5 წლის ბავშვს საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა - მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს

პოლიცია

5 წლის ბავშვს საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა. შემთხვევა გორში, სტალინის გამზირზე მოხდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მოზარდი კლინიკა გორმედში გადაიყვანეს და შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გამოკვლევების მიზნით, თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ.

სტალინის გამზირზე, სადაც შემთხვევა მოხდა, ორი წელია სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, გამოცემის ცნობით, მერიაში აცხადებენ, რომ მომხდარს სამუშაოებთან შეხება არ აქვს, რადგან კორპუსს, საიდანაც ფიცარი ჩამოვარდა, რეაბილიტაცია არ უტარდება.

მეტის ნახვა