7 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა - ხულოში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძარი

ხანძარი ხულოში. სოფელ ბოძაურაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა და 7 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. შედეგად, არავინ დაშავებულა.

ხანძარმა სრულად გაანადგურა საყოფაცხოვრებო ნივთები. ხულოს მერიის ინფორმაციით, ოჯახი ქირით გაიყვანეს, კომპენსირების საკითხს კი სპეციალური კომისია შეისწავლის.

უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. შსს მომხდარს 188-ე მუხლით იძიებს, რაც ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით გულისხმობს.

მეტის ნახვა