შსს-მ "TV25"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

სკოლა

"TV25"-ის მიერ გუშინ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე ისაა, რომ ხულოს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე რვა თვის ორსულია. 15 წლის გოგო ახლა ახლა ოჯახში იმყოფება.

ვითარების შესწავლა სახალხო დამცველმა და სოციალური მომსახურების სააგენტომ დაიწყო. უმძიმესი ამბავი საზოგადოებამ TV25-ის ეთერით შეიტყო, მანამდე სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს რეაგირება არ მოუხდენიათ. უფრო მეტიც, დირექტორს არ აინტერესებს რა მდგომარეობაშია ახლა მისი მოსწავლე.

ამ ეტაპზე უცნობია ვისგანაა ორსულად მოზარდი ან იძალადეს თუ არა მასზე სექსუალური კავშირის დამყარებისას. დუმს სოფელიც. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტის შესახებ თითქმის ყველამ იცოდა პოლიციას არავინ მიმართა. 

მეტის ნახვა