ახალი ამბები • 1755160966
ბათუმში სავარაუდოდ, 11 წლის ბიჭი გააუპატიურეს
კრიმინალი
1661423188
TV25.GE-სთვის ცნობილი ხდება, რომ ბათუმში, ერთ-ერთ დასახლებაში გარყვნილი ქმედების ფაქტი დაფიქსირდა. ჩვენი ინფორმაციით, გ.ბ-მ არასრულწლოვანზე სექსუალურად იძალადა.
პირი, რომელმაც 11 წლის ბიჭთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა დაკავებულია. ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გაიმართა. მოსამართლემ გ.ბ-ს პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გვითხრეს მომხდარ ფაქტზე რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
TV25.GE-ის ინფორმაციით, გაუპატიურებაში ბრალდებული, დაზარალებულის დედის მეგობარი კაცის შვილია.

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
1746451221

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა