ბათუმის მეშვიდე განყოფილებაში ბრალდებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ზაზა პაპიძე

ადვოკატის ინფორმაციით, ბათუმის მეშვიდე განყოფილებაში ბრალდებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ზაზა პაპიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოკითხვისას ნასროლი ჭიქა თავში მოხვდა, რის გამოც მას ტვინის შერყევა აქვს. ადვოკატი პოლიციელების მხრიდან სხვა ტიპის გადაცდომებზეც საუბრობს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

პაპიძის თქმით, არაადამიანურ მოპყრობაში ბათუმის კრიმინალური პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი მონაწილეობდა.

მეტის ნახვა