მახვილაუში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

საპროტესტო აქცია მახვილაურში. ავტობანის მშენებლობის პროცესით დაზარალებული მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო, გზა , სანიაღვრე არხები და გარეგანათება აღარ აქვთ. მიზეზად მძიმე ტექნიკის ტერიტორიაზე გადაადგილებას ასახელებენ. იმ შემთხვევაში თუ კი, პასუხისმგებელი კომპანია დაზიანებულ ტერიტორიას უმოკლეს ვადაში არ აღადგენს, მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ.  

 

ინფრასტრუქტურული პრობლემები სოფელ მახვილაურში ავტობანის მშენებლობის შემდეგ დაიწყო. მოწესრიგებული გზა ახლა იმდენად ამორტიზებულია, რომ სავალ ნაწილზე გადაადგილება პრობლემას წარმოადგინს. ადგილზე მდგომარეობა განსაკუთრებით უამინდობისას რთულდება.

 

გამომდინარე იქედან, რომ ადგილზე ყოველდღიურად, მძიმე ტექნიკა გადაადგილდება, განადგურდა სანიაღვრე არხებიც. შექმნილ სურათს ადგილობრივები მშენებელი კომანიის უპასუხიმგებლობას უკავშირებენ და ამბობენ, რომ სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაჩენილი პრობლემებით პასუხისმგებელი პირები არ ინტერესდებიან.

 

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მახვილაურში მცხოვრებლებს ყურადღება არავინ მიაქცია. სწორედ ამიტომ ისინი დღეს ქუჩაში გამოვიდნენ. მოითხოვეს ყველა პრობლემის მოგვარება, რომელიც ავტობანის მშენებლობის შემდეგ წარმოიშვა.

 

ადგილზე, ბათუმის მერიის წარმომადგენელიც იმყოფებოდა. ავთანდილ თურმანიძე ამბობს, რომ მოქალაქეების პრობლემების შესახებ იცის და საკითხს ვიცე მერთან უახლოეს ვადაში  განიხილავს.

 

ავთანდილ სურმანიძე - კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულის სევისცენტრის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვსურდა გვეკითხა, როდის შეაკეთებენ გზას, რომელიც ავტობანის მშენებლობის შედეგად დაზიანდა. აქ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

მეტის ნახვა