ხელვაჩაურში, ახალისოფელი-ავგიას მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გზის რეაბილიტაცია

ხელვაჩაურში, ახალისოფელი-ავგიას მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 კილომეტრიან მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა მოეწყობა. აშენდება დამცავი ნაგებობები, რკინა-ბეტონის კიუვეტები, ბეტონის ბორდიურები, დაიგება ასფალტობეტონის საფარი.

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს დამცავი ნაგებობების მშენებლობა. პროექტის ღირებულება 2 789 123 ლარს შეადგენს.

მეტის ნახვა