აქცია ბათუმში

აქცია

"სამშობლოს ვჭირდებით!", "ბათუმო, გამოდი!" - დღეს, 6 მაისს, 18:00 საათზე ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ მსვლელობა გაიმართება.

აქციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მართავენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, მსვლელობას შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის კიბეებთან შეიკრიბებიან და მსვლლეობით გმირთა ხეივნისკენ გაემართებიან.

"6 მაისს, 18 საათზე შევიკრიბებით უნივერსიტეტის კიბეებთან და მდუმარე მარშით დავიძრებით გმირთა მოედნისკენ, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნის პატივსაცემად", - წერია განცხადებაში.

მეტის ნახვა