ხელვაჩაურში ხე წაიქცა - ევკალიპტი სატვირთოს დაეცა

შემთხვევა ხელვაჩაურში

ფოტო: როინ გუნდაძე

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ევკალიპტის ხე წაიქცა და სატვირთო ავტომობილს დაეცა. შემთხვევა ე.წ. "ოცნების ქალაქის" მიმდებარედ მოხდა.

 შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხე მოძრავ მსუბუქ ავტომობილსა და გაჩერებულ სატვირთოს დაეცა.

ინცინდენტი დილის საათებში მოხდა, რის გამოც, დროებით ჩაკეტილი იყო საავტომობილო მოძრაობაც.

მეტის ნახვა