გონიოში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

გონიოში, ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. გარკვეულ მონაკვეთზე ასფალტის, ხოლო დარჩენილ ნაწილზე - ბეტონის საფარი დაიგება. პროექტი ასევე ითვალისწინებს სანიაღვრე არხის, ფერდსამაგრი და საყრდენი კედლების, ასევე განათების ბოძების მოწყობას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხისა და საყრდენი კედლების მშენებლობა. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება, რისთვისაც 2 მილიონ 721 ათასი ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები ბათუმის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

მეტის ნახვა