ბათუმში, ლერმონტოვის #106ა-სა და ჯავახიშვილის 61-ში კორპუსებს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე - პროგრამის ფარგლებში ლერმონტოვის 106 ა-სა და ჯავახიშვილის 61 ნომერში კორპუსებს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა. შედეგად 144 ოჯახისთვის  უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო შეიქმნა, წერს მერია. რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

უწყების ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის ცნობით, პროგრამის ფარგლებში კორპუსების გამაგრების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

მეტის ნახვა