ახალშენი-სამების გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხელვაჩაურში, ახალშენი-სამების საავტომობილო გზის 1300 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი დაიგო.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, მილები, ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები. აშენდა ერთი ახალი ხიდი. მოხდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა.

მეტის ნახვა