ახალ ბულვარში ზღვის ხელოვნური კვება მიმდინარეობს

ახალ ბულვარში ზღვის ხელოვნური კვება მიმდინარეობს. ინერტული მასალა იმ ტერიტორიაზე შეაქვთ, სადაც ნაპირდაცვისთვის ბერმაა მოწყობილი.  ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად, ამ ეტაპზე, 410 ათას კუბურ მეტრზე მეტი მასალაა გათვალისწინებული, რაც აჭარის ბიუჯეტს 6 მილიონამდე ლარი უჯდება.

როგორც იცით, ახალი ბულვარის მონაკვეთზე ზღვა მუდმივად იტაცებს ტერიტორიას. სასეირნო ბილიკი და ინფრასტრუქტურა დაზიანდა ორი კვირის წინაც. იმის გამო, რომ ქვანაყარი ბერმით ნაპირგამაგრების შემდეგ, ზღვის ხელოვნური კვება საჭირო რაოდენობით აღარ მოხდა.

მეტის ნახვა