ერთ დღეში შეცვლილი ახალგაზრდა ქალის ცხოვრება

ახალგაზრდა გოგოს საბედისწერო ამბავი, რომლის ცხოვრებაც ერთ დღეში შეიცვალა. მარიამ ხოზრევანიძე ავარიაში მოყვა, შედეგად მრავლობითი დაზიანება მიიღო. უჭირს გადაადგილება. რამდენიმე ოპერაცია და 10 თვიანი რეაბილიტაცია მისი გამოჯანმრთელებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. იმისთვის, რომ სიარული შეძლოს და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, კიდევ რამდენიმე ქირურგიული ჩარევაა საჭირო. რომელიც თურქეთში უნდა ჩაუტარდეს.  პირველ ეტაპზე მას 11 ათასი დოლარი ესაჭიროება. ყვება, რომ მხარე მას მინიმალისტურად დაეხმარა თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.  სარეაბილიტაციო კურსი  ახლობლების დახმარებით გაიარა. ახალგაზრდა გოგო კეთილი ადამიანების დახმარების იმედადაა.

2022 წლის 19 ივნისის საბედისწერო დღემ, 23 წლის გოგოს ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მარიამს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, კიდურები, ფილტვი და მენჯის ძვლები დაუზიანდა. ყველაფერი, სწორედ, აქედან დაიწყო. თითქმის, 10 თვიანი ბრძოლა და მკურნალობა  ახალგაზრდა გოგოს გამოჯანმრთელებისთვის  საკმარისი არ აღმოჩნდა.

თავიდან, ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაციაც. რამდენიმე დღე რეანიმაციულ განყოფილებაში ჰყავდათ მოთავსებული.  იმისთვის, რომ დაზიანებული ძვალი აღდგენოდა და კუნთები არ მოდუნებულიყო, მკურნალობა სარეაბილიტაციო ცენტრში გააგრძელა.

საბოლოო შედეგამდე, რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგაც  ვერ მივიდა. გაუსაძლისი ტკივილების გამო,  მეგობრებისა და ნათესავების ფინანსური  დახმარებით, გამოკვლევბისათვის უცხოეთში გაემგზავრა.  თურქეთის კლინიკაში აღმოაჩინა, რომ ამ მდგომარეობაში, მისთვის გადაადგილება არ შეიძლებოდა.

ოჯახი  მკურნალობის ხარჯებს ვერ წვდებოდა, რის გამოც დახმარება, იმ მუნიციპალიტეტს სთხოვეს, სადაც  რეგისტრირებულნი იყვნენ. ოზურგეთის მერიამ, მარიამი, უარით გამოისტუმრა.  ამბობს, რომ რადგან, აჭარაში არა იყო რეგისტრირებული, ოპერაციის დაფინანსების  თხოვნით, რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროსთვის არ მიუმართავს.

ვიდრე მარიამი ავარიაში მოყვებოდა, მუშაობდა და ბათუმში, დამოუკიდებლად ცხოვრობდა. საკუთარი შემოსავლებით, 6 წევრიან ოჯახს ოზურგეთში ეხმარებოდა. ოჯახში, ამ ეტაპზე, მხოლოდ, მამა მუშაობს.  თანხა  თავის გასატანადაც  ძლივს ჰყოფნით. ახლა, მარიამი, საზოგადოების დახმარების იმედადაა დარჩენილი.

იმისთვის, რომ ახალგაზრდა გოგომ დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლოს და სამუდამოდ ეტლს არ მიეჯაჭვოს,  მისთვის, თქვენგან გაღებული თითოეული ლარი მნიშვნელოვანია. დახმარების მსურველებს, თანხის ჩარიცხვა, ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.

მეტის ნახვა