"პედაგოგი გათავისუფლებულია სკოლიდან" - ქობულეთის II საჯარო სკოლის დირექტორი

ნანა ცივაძე

ქობულეთის II საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი, რომელიც მოსწავლეებს ჩაგრავდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ TV25.GE-ის საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორმა განუცხადა.

ჩაგვრაში ბრალდებულმა მასწავლებელმა გათავისუფლების შესახებ განცხადება გუშინ, მას შემდეგ დაწერა, რაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია TV25-მა ვებგვერდის მეშვეობით გაავრცელა.

ცნობისთვის, TV25-ის ექსკლუზიური ინფორმაციის შემდეგ, სახალხო დამცველმა ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში მოკვლევა დაიწყო. საკითხი, მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ჩაგვრის ფაქტს ეხება.

მეტის ნახვა