აჭარის დასაქმების სააგენტოს ქვეპროგრამის ფარგლებში სწავლება იწყება

ქობულეთში, პროფესიულ კოლეჯ ,,ახალ ტალღაში’’დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი ქვეპროგრამის ,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადების გზით’’ ფარგლებში სტუდენტებისთვის სწავლება იწყება. სამუშაოს მაძიებელი 50 სტუდენტი პროფესიული მომზადების კურსს გაივლის.

მოკლევადიანი მოდული თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო პროგრამას მოიცავს. მას აჭარის დასაქმების სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.

ჯამში, გადამზადებით უკვე ისარგებლა 600-ზე მეტმა ადამიანმა.

მეტის ნახვა