ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე - ბათუმში, არქეოლოგიური სემინარი გაიმართა

ბათუმში ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არქეოლოგიური სემინარი გაიმართა. წელს ღონისძიება ცნობილი არქეოლოგების, შოთა მამულაძისა და ამირან კახიძის ხსოვნას ეძღვნება. მასში როგორც ბათუმის, ასევე საქართველოს სხვა რეგიონების მკვლევრები მონაწილეობენ.

წარდგენილი მოხსენებები საქართველოს არქეოლოგიის აქტუალურ საკითხებს ეხება და მოიცავს სხვადასხვა თემატიკას ქვის ხანიდან შუა საუკუნეებამდე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბოლო პერიოდის კვლევებს და შესწავლილ ძეგლებს.

როგორც სემინარის მონაწილეები აცხადებენ, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც არქეოლოგიისთვის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში დასაქმებული ადამიანებისათვის. ღონისძიება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება.

მეტის ნახვა