ანსამბლ "ბათუმის" სამხატვრო ხელმძღვანელი ტბელ აბუსერიძის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს

თორნიკე რიჟვაძემ ანსამბლ „ბათუმის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ტბელ აბუსერიძის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. თემურ დოლიძეს რესპუბლიკური ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად გადასცა და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.

აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი ,,ბათუმი“ 1991 წელს დაარსდა. ანსამბლმა  ქართული ხალხური, ქალაქური და კლასიკური ხელოვნების პოპულარიზაციაში, ასევე, აჭარაში სასიმღერო შემოქმედების განვითარების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა.

ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა