ახალი ამბები • 1714047147
აჭარის განათლების სამინისტრომ ფესტივალების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა
კულტურა
1711461784
აჭარის განათლების სამინისტრომ ფესტივალების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღება 30 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი. მასში მონაწილეობის უფლება საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს აქვთ, ღონისძიება კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს.
ბიუჯეტი 600 000 ლარითაა განსაზღვრული, ხოლო ერთი ფესტივალის განხორციელებისათვის გრანტი არაუმეტეს 80 000 ლარია გათვალისწინებული.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიზანი უნიკალური, ავთენტური, კონკურენტუნარიანი კულტურის ღონისძიებების მხარდაჭერა, რეგიონის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაციაა. განაცხადების წარდგენა ელექტრონული ფორმითაა შესაძლებელი.
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
მეტის ნახვა