როგორ მოვამზადოთ იდეალური ხაჭოს პასკა? - არ სჭირდება გამოცხობა

ხაჭოს პასკა

ბევრი აღდგომას უკავშირებს არა მხოლოდ ფერად კვერცხებსა და ტრადიციულ პასკას, არამედ ხაჭოს პასკასაც. ჩვენ გთავაზობთ სააღდგომო ხაჭოს შესანიშნავ რეცეპტს. ძალიან მსუბუქია, თავად კერძი კი ძალიან გემრიელი და ნაზი. ამ რეცეპტის დადებითი მხარე ის არის, რომ გამოცხობაც არ სჭირდება!

შემადგენლობა:

800გ. ხაჭო
2 ჭ. შაქარი
100 გ. ნაღების კარაქი
ნახევარი ჭიქა არაჟანი
ნახევარი ჭიქა გასუფთავებული და აჭრილი ნუში
5 კვერცხი
ქიშმიში გემოვნებით
ნახევარი ჩ/კ. მარილი

საფეხურები:

ხაჭო რამდენჯერმე გაწურეთ საცერში და შემდეგ შეურიეთ არაჟანს.

გახეხეთ კარაქი შაქართან ერთად, თანდათან დაუმატეთ კვერცხები. ამ ნარევში შაქარი მთლიანად უნდა გაიხსნას. მზა მასას შეურიეთ ხაჭო, დაუმატეთ წინასწარ გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში და ნუში.

გადაიტანეთ მასა სპეციალურად მომზადებულ ფორმაში და ფრთხილად დაადეთ რამე მძიმე საგანი. შედგით მაცივარში მინიმუმ ერთი დღით.

ამის შემდეგ შეგიძლიათ უსაფრთხოდ გადაიტანოთ ხაჭოს პასკა სააღდგომო თეფშზე. შემდეგ გააფორმეთ არაჟნით, შაქრით, თხილით, დაშაქრული ხილით, შოკოლადით ან ქიშმიშით.

მეტის ნახვა