რა განსხვავებაა ავტო სესხსა და ავტოლომბარდს შორის?

ავტომობილი

დღეს, თბილისსა თუ საქართველოს სხვა რეგიონებში ხშირია შემთხვევები, როცა რაღაცის შეძენა გვსურს, მაგრამ ამისათვის საჭირო თანხა არ გაგვაჩნია. ბოლო დროს თანხის მიღებისათვის ერთ-ერთ საუკეთესო გზად საკუთარი ავტომობილი იქცა.

არსებობს სერვისი ავტო სესხი. თუ გყავთ ავტომობილი და გინდათ, რომ შეიძინოთ კიდევ ერთი, კრედიტორ კომპანიასთან ხელშეკრულებას საკუთარი ავტომობილის უზრუნველყოფით ახდენთ. ეს ნიშნავს, რომ კრედიტის დაფარვის პასუხისმგებლობისას ავტომობილს იყენებთ და იმ შემთხვევაში, თუ მას ვერ დაფარავთ, კომპანიას უფლება ექნება ის ჩამოგართვათ.

ცხადია, როცა ასეთი სერვისით სარგებლობთ და საქმე ეხება ფინანსებს, საჭიროა, რომ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი გქონდეთ, რათა კონკრეტული თარიღის მოსვლისას თქვენზე დაკისრებული ვალდებულება შეასრულოთ.

ძირითად შემთხვევებში, ამ სერვისით სარგებლობენ 21 წლის ან უფრო მეტი ასაკის მქონე პირები, თუმცა არსებობენ კომპანიები, რომლებიც სესხს 20 წლის პირებზეც გასცემენ.

თუ ამ სერვისით სარგებლობას დააპირებთ, შეგიძლიათ განაცხადის შესავსებად ორიდან ერთი გზა აირჩიოთ - ონლაინ ან ფილიალში მისვლით.

მომხმარებლების უმეტესობისთვის ონლაინ პლატფორმის გამოყენება უფრო კომფორტულია. ეს იმას ნიშნავს, რომ სასურველი კომპანიის ვებგვერდზე ავსებთ განაცხადს, შეგყავთ პირადი მონაცემები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა), შემდეგ კი ხელს აჭერთ გაგზავნის ღილაკს. ასეთივე ანკეტის შევსება მოგიწევთ ფილიალში მისვლის შემთხვევაში, თუმცა ამაში კონსულტანტი დაგეხმარებათ.

ავტო სესხით სარგებლობისას აუცილებლად დაგჭირდებათ მანქანის ტექ. პასპორტი. ავტომობილის მდგომარეობას კრედიტორი კომპანიის ექსპერტები შეამოწმებენ, რის შემდეგაც დადგინდება მისი რეალური ფასი, რაც აუცილებელია.

ფასის დადგენის შემდეგ, შედგება გადახდის გრაფიკი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

საშუალოდ, ამ ტიპის სესხის დამტკიცებას 30 წუთზე მეტი არ სჭირდება. კომპანიები ცდილობენ, რომ მომხმარებლებს კომფორტი შეუქმნან და ეს პროცესი დროში არ გაუწელონ.

საჭიროა თუ არა ავტო სესხით სარგებლობისას მესამე პირი?

სხვა ტიპის სესხებისგან განსხვავებით, ავტო სესხით სარგებლობისას არ გჭირდებათ პირი, რომელიც „თავდებში ჩაგიდგებათ“. შეიძლება ითქვას, რომ ეს ამ სერვისის ერთ-ერთი დამატებითი დადებითი მხარეა.

ავტო სესხით სარგებლობამდე უნდა გაითვალისწინოთ:

  • უნდა იცოდეთ, როდის შეძლებთ კრედიტის დაფარვას - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან იმისათვის, რომ მომავალში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს, აუცილებელია დროულად დაფაროთ კრედიტი.
  • კარგად გაეცანით ხელშეკრულების პირობებს - აუცილებლად ნახეთ, რა წერია ხელშეკრულებაში. ეცადეთ, რომ პირობები მაქსიმალურად თქვენზე იყოს მორგებული. ხშირად მომხმარებლებს არ უნდათ დრო დახარჯონ ხელშეკრულების წაკითხვასა და გააზრებაში, თუმცა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს საჭიროა.

ავტო სესხის ერთ-ერთი ტიპია კერძო ავტო ლომბარდი. პირველისგან განსხვავებით, ეს სერვისი იმითაა გამორჩეული, რომ თანხის მიღება ნებისმიერი მიზნით შეგიძლიათ. არ არის აუცილებელი, რომ კრედიტით აუცილებლად ავტომობილი შეიძინოთ.

ავტო ლომბარდით სარგებლობისას, როცა თანხა მიღებული გაქვთ, შეგიძლიათ მანქანა მართოთ. ამ შემთხვევაში, სესხის უზრუნველყოფა ხდება გირავნობით და არა ავტომობილის გადაფორმებით. აქედან გამომდინარე, თუ მსესხებელი კონკრეტულ თანხას არ დაფარავს, კრედიტორ კომპანიას აქვს იმის უფლება, რომ მანქანა ჩამოგართვათ.

დღესდღეობით საქართველოში არაერთი ისეთი კომპანიაა, რომელიც ამ ტიპის სერვისით სარგებლობის საშუალებას გვაძლევს. ფინპანდა-ს საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ მათ პირობებსა და შემოთავაზებებს, რის შემდეგაც გააკეთებთ საკუთარ არჩევანს.

მეტის ნახვა