მოიგე iPhone 14 - ბილაინის გათამაშება მუსიკის მოყვარულებისთვის

აიფონი

თუ მუსიკის მოსმენა გიყვარს და ამ პროცესში ზედმეტი ბარიერებისგან გათავისუფლება გსურს, მაშინ აუცილებლად უნდა გადმოწერო Stingray Music-ის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას მოგცემს ხარისხიან მუსიკას შენთვის სასურველ დროს რეკლამის გარეშე მოუსმინო. ამასთანავე, Stingray Music -ი და ბილაინი აბონენტებს  შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევენ მოიგონ iPhone 14 -ი.

კონკურსში ჩართვა შესაძლებელია 25 დეკემბრის ჩათვლით და მასში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის აბონენტს შეუძლია, ხოლო თუ აბონენტი არასრულწლოვანია მას მშობლის/კანონიერი მეურვის ნებართვა დასჭირდება.

გათამაშების წესები ძალიან მარტივია:

● გაიაქტიურე ბილაინის ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც მუსიკას მოიცავს.

● გადმოწერე Stingray Music-ის აპლიკაცია და გაიარე მარტივი ავტორიზაცია.

● აპლიკაციაში აირჩიეთ შენთვის ფავორიტი  მუსიკალური არხი და საჯაროდ გააზიარე  ფეისბუქის პირად გვერდზე ჰეშთაგით #BeelineMusic

● გათამაშების გამარჯვებული გახდება ის ადამიანი, ვინც 25 დეკემბრის ჩათვლით საჯაროდ გაზიარებულ პოსტზე ჯამურად ყველაზე მეტ რეაქციას დააგროვებს.

გამარჯვებულმა პირადობის დამდასტურებელ დოკუმენტთან ერთად სიმ ბარათი უნდა წარადგინოს.

Stingray გლობალური ბრენდია, რომელიც 23 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. პლატფორმა  მუსიკის მოყვარულებს სთავაზობს მუდმივად განახლებად ფლეილისტებს, რომლებიც თანამედროვე მუსიკალური ტრენდებისა და მსმენელთა უკუკავშირის საფუძველზე ყოველდღიურად იქმნება. ამასთან, მხოლოდ „ბილაინის“ აბონენტებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ  Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტით, რომელიც სხვა შემთხვევაში თვეში $3.99 ღირს. სტანდარტული პაკეტისგან ის გამოირჩევა მაღალი ხარისხის გარჩევადობით და თავისუფალია რეკლამისგან.

Stingray Music-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android სისტემაზე.

მეტის ნახვა