Bosch-ის კვირეული ელიტ ელექტრონიქსში

კომპანია ელიტ ელექტრონიქსი, რომელიც ლიდერი სავაჭრო ქსელია სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზე, გაზაფხულის სეზონს განსაკუთრებული შეთავაზებებით ხვდება და ელიტ ელექტრონიქსი თავის ერთგულ მომხმარებელს ექსკლუზიური გერმანული ბრენდის Bosch-ის კვირეულს სთავაზობს.

მე-19 საუკუნიდან დღემდე, გერმანული ბრენდი Bosch ითვლება საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებლად მსოფლიოში. Bosch ქმნის ჭკვიან, საიმედო და კომფორტულ ტექნიკას, რომლის მიზანიც არის ყოველდღიური ცხოვრების გამარტივება; მისი ტექნიკა გამოირჩევა დახვეწილი ვიზუალით, რომელიც თამამად შეგვიძლია მოარგოთ ყველა ტიპის სამზარეულოსა თუ სააბაზანო ოთახს.

24 მარტის ჩათვლით ელიტ ელექტრონიქსის მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს Bosch-ის კვირეულის განსაკუთრებული შეთავაზებებით. სააქციო შეთავაზებების ფარგლებში Bosch-ის წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა 50%-მდე ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი. აქცია იმოქმედებს Bosch-ის ბრენდის სრულ ასორტიმენტზე, როგორ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით ისე ონლაინ ee.ge-ზე.

მეტის ნახვა