ძლიერი ქარიშხალი იაპონიაში - დაიღუპა 2 და დაშავდა 90-ზე მეტი ადამიანი

ქარიშხალი

იაპონიას ძლიერი ქარიშხალი „ნანმადოლი“ დაატყდა თავს. სტიქიურ უბედურებას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კუნძულ კიუშუზე სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, 90-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

ქარიშხლის გამო, საჭირო გახდა 9 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, 350 000 სახლს კი ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

სპეციალისტების განცხადებით, „ნანმადოლი“ იაპონიაში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი ქარიშხალია. მოსახლეობას მეწყრისა და უეცარი წყალმოვარდნის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ.

როგორც მოსალოდნელია, სტიქია უახლოეს პერიოდში ქვეყნის ყველაზე დიდ კუნძულ ჰონსიუს დაატყდება თავს.

მეტის ნახვა