წვიმა, ძლიერი თოვა, ქარბუქი, ტემპერატურის ვარდნა - როგორი ამინდია მოსალოდნელი აჭარაში?

წვიმა ბათუმი

დილიდან, გადაუღებლად წვიმს აჭარაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, უხვი ნალექი დღის ბოლომდე შენარჩუნდება. დარგის სპეციალისტების ცნობით,  ინტენსივობა ხვალ შემცირდება.

სინოპტიკოსების ცნობით, მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -5-0 გრადუსამდე დაიკლებს. ითოვებს ხვალაც. ვარაუდობენ ქარბუქსაც.

როგორც სააგენტოში TV25.GE-ის უთხრეს, გამოიდარებს 9 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში 3-4 გრადუსი იქნება.

10-11 იანვარს, ბათუმში, ღამის საათებში, ნავარაუდევია ყინვა, ჰაერის ტემპერატურა -1-2 გრადუსამდე დაეცემა.

12-14 იანვრამდე კი, სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მეტის ნახვა