სად გაითიშება ელექტროენერგია ხვალ აჭარაში?

ელექტროენერგია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, 17 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:

ბათუმში - 10-დან 18:30 საათამდე  მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: პუშკინის, თაყაიშვილის, ს.ხიმშიაშვილის, რუსთაველის, ნინოშვილისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე ანგისის დასახლების ნაწილს.

ხელვაჩაურში - 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით კახაბრის, გონიოს, კვარიათისა და სარფის დასახლებების ნაწილს.

ქობულეთში - 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: გვარას, მუხაესტატეს, ოჩხამურსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე ფიჭვნარის დასახლების ნაწილს.

შუახევში - 10:30-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ნენიას, ჩანჩხალოს, ფურტიოს, ბარათაულს, ნიგაზეულსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა შუახევის ნაწილს.

ხულოში - 11:45-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: თხილვანას, ფაჩხას, ბაკოსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

R

მეტის ნახვა