"ქალები ვირჩევთ ევროპას," - ბათუმში, ხვალ, მარში გაიმართება

"ქალები ვირჩევთ ევროპას," - თბილისის პარალელურად, ბათუმში, ხვალ, 17:00 საათზე, “ქალთა მოძრაობა” ე.წ აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო მარშს გამართავს. ქალები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს უკან გაიწვიოს დოკუმენტი.

შეკრების ადგილი ცენტრალური პარკის კოლონადები იქნება, საიდანაც მარშის მონაწილეები ევროპის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან. ორგანიზატორების თქმით, რუსული კანონი ვერ დაადუმებს ამ ქვეყნის ამომრჩეველ 52% ქალს.

20 აპრილს, ქალთა მოძრაობა მსვლელობას მთელ საქართველოში გამართავს.

ხვალვე, 19 საათზე, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

 

ფოტო: არქივიდან

მეტის ნახვა