მოქალაქეების პროტესტი სარფში

მოქალაქეების პროტესტი სარფში. ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს სატვირთო ავტომობილების პარკირებას აპროტესტებენ. მოსახლეობის განცხადებით, სანაპირო ზოლთან მდგომი ტრანზიტული სატვირთო ავტომობილების გამო, ტურისტები საოჯახო სასტუმროებს ტოვებენ. ისინი, შესაბამის უწყებებს არსებული მდგომარეობის გამოსწორების მოთხოვნით მიმართავენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, გვიან ღამით, სატვირთოებით გამოწვეული ხმაურის გამო დისკომფორტი ექმნებათ. აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იმყოფებოდნენ. ისინი ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მიუთითებენ.  ხელვაჩაურის მერიაში სიტყვიერად განმარტეს, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლებს დღის საათებში პარკირება ეკრძალებათ და ტერიტორიაზე ღამით გადადგილებიან.

მეტის ნახვა