მარტოხელა დედა მძიმე სოციალური პირობებით

სოციალურად დაუცველი მოქალაქე, რომელიც სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს. ქრონიკული დაავადებების მქონე ქალი  მძიმე სოციალურ პირობებს შვილთან ერთად  მარტო  უმკლავდება. იგი ეკომიგრანტია. საცხოვრებლის გარეშე დარჩენილს შემოსავალი, მხოლოდ სახელმწიფო შემწეობა აქვს,  90 ლარის ოდენობით.

მზევინარ სუსანიძე, ამ პატარა ფართში რამდენიმე წელია ცხოვრობს. საცხოვრებელი მის საკუთრებას არ წარმოადგენს. იქ, სადაც არც ტექნიკა და არც შესაბამისი ავეჯი აქვს სამას ლარს იხდის. მძიმე სოციალურ პირობებს, იგი, პატარა შვილთან ერთად ებრძვის.

არსებობისთვის ბრძოლას საკუთარი ძალებით ვეღარ ახერხებს. ქრონიკული დაავადებების მქონე ქალი, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ეკომიგრანტს სურს, სპეციალურ პროგრამაში მოხვდეს და სხვა ბენეფიციარების მსგავსად ბინა თავადაც მიიღოს.

დახმარება, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებს 90 ლარია. გვიყვება, რომ თანხა, არც საკვებში და არც მედიკამენტებში ჰყოფნის.

ხელვაჩაურის მერიაში გვითხრეს, რომ მზევინარ სუსანიძის განცხადება ბინის მიღების თაობაზე ფიქსირდება. უწყების ინფორმაციით, განაცხადს განიხილავენ და ეკომიგრანტი საცხოვრებელს შესაბამისი პასუხის შემთხვევაში მიიღებს.

მეტის ნახვა