ბსუ-ს სტუდენტები ადმინისტრაციის წინააღმდეგ

ბსუ-ს სტუდენტები ადმინისტრაციის წინააღმდეგ. მოძრაობა "მარტიანელების" წევრები ამტკიცებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საინფორმაციო დაფებზე ე.წ რუსული კანონის საწინააღმდეგო შინაარსის პოსტერები გააკრეს, თუმცა მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციამ ჩამოხსნა.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ თუკი მსგავსი ხელშეშლა კამპანიის წარმოებაში კიდევ დაფიქსირდება, მსგავსი შინაარსის პლაკატებს აუდიტორიებსა და ეზოში გააკრავენ. ითხოვენ, შემთხვევა აკადემიურმა საბჭომ მოიკვლიოს.

ბსუ-ს ადმინისტრაციაში ინფორმაცია არ აქვთ ვინ ჩამოხსნა ფურცლები. პრესსამსახურის ცნობით, ეს მათი დავალებით არ მომხდარა.

მეტის ნახვა