ბსუ-ს სტუდენტებს Facebook ჯგუფი დაუპაუზეს

ფეისბუქ ჯგუფი, რომელიც  ბსუ-ს სტუდენტებს დაუპაუზეს. სოციალურ ქსელის მეშვეობით  ახალგაზრდები აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებსა და აქტივობებს აორგანიზებდნენ. „ბსუ-2024“ -ს  უკვე 7 წელია, ახალგაზრდები თუ ლექტორ მასწავლებლები აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა ინფორმაციის გასავრცელებლად. მას შემდეგ რაც აგენტების შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტში ხელმეორედ დაინიცირდა და აქციების ტალღა განახლდა, ჯგუფში ჯერ პოსტების დაწერა შეზღუდეს, ახლა კი საერთოდ დააპაუზეს.  რას ამბობენ სტუდენტები და რა არგუმენტი აქვს ადმინს?

„ბსუ 2024-,“ ასე ერქვა ფეისბუქ  ჯგუფს, სადაც 10 ათასამდე სტუდენტი და ლექტორ-მასწავლებელი,  მათ შორის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო გაწევრიანებული.

2017 წლიდან მოყოლებული ეს პლატფორმა სხვადასხვა აქტუალური საკითხის გაზიარების მნიშვნელოვანი წყარო იყო. მათ შორის  ახალგაზრდების აქტივობებიც ამ ჯგუფის მეშვეობით იგეგმებოდა. თუმცა, სტუდენტები ამბობენ, რომ  შიდა ჯგუფებში აგენტების  კანონის საწინააღმდეგო აქციის საორგანიზაციო პოსტებს ჯერ  უშლიდნენ და აიგნორებდნენ, ახლა კი მისი ფუნქციონირება საერთოდ დაპაუზდა. არჩილ ბერიძე ფაქტს, ახალგაზრდების თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვად აფასებს.

ფაქტს კრიტიკულად აფასებს პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი. მისი თქმით, ახლა უნივერსიტეტის ადმინისტრაციაც და თვითმმართვლობაც, უნდა ცდილობდეს, სტუდენტების ინფორმირებასა და მათი ისტორიის სწორ მხარეს გადმოყვანას.

მალხაზ ნაკაშიძე, რომელიც ბსუს ჟან მონეს კათედრის  ხელმძღვანელია, ამბობს, რომ ეს მიზანმართული ქმედებაა კრიტიკული აზრის ჩასახშობად.

„ბსუ 2024-,“ ის ჯგუფის  ადმინისტრატორი ზურაბ პაპუნიძეა. იგი უნივერშიტეტში  ბსუ-ს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტია. ბუნებრივია მას კითხვებით მივმართეთ. პაპუნიძე თავს იმით იმართლებს, რომ ჯგუფი გაყიდა, რისი უფლებაც ჰქონდა.  კითხვაზე, რატომ დაემთხვა პოსტების შეზღუდვა, აქციების ორგანიზების პერიოდს, პაპუნიძე ვერ გვპასუხობს. მან არც ახალი ადმინის ვინაობა გაამხილა.

ბსუ-ს  ადმინისტრაცია ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. პრესსამსახურმა განმარტა, რომ  აღნიშნულ ჯგუფს,მათთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. აქ ასევე განმარტეს, რომ სტუდენტების შიდა ჩატებთან წვდომა და ინტერესი არ აქვთ. შესაბამისად აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

მეტის ნახვა