ბავშვთა დაცვის დღე და ბავშვთა ოცნებები "ოცნების ქალაქიდან" - რა სურთ ე.წ. "მუყაოს ქალაქში" მცხოვრებლებს?

ბავშვთა დაცვის დღე და ბავშვთა ოცნებები „ოცნების ქალაქიდან“. ე.წ. მუყაოს ქალაქში მცხოვრები პატარების სურვილები, სხვებისგან განსხვავებით, არა ძვირადღირებული ტექნიკა, არამედ ბევრი სათამაშოა. 21-ე საუკუნის მოზარდები დღეს ზუსტად ისე თამაშობენ და ერთობიან, როგორც 90-იანებში. მცირეწლოვნების სურვილები, მათი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, რეალობისგან საკმაოდ შორსაა. სურთ, ჰქონდეთ ლამაზი საცხოვრებლები, მოწესრიგებული ეზოებითა და გასართობი ატრაქციონებით.

მაშინ როცა ონების ქალაქში მზე ამოდის და თენდება, დასახლებაში ღამის სიჩუმეს, ბავშვების  ჟრიამული ანაცვლებს. მუყაოს ქოხებში მცხოვრები ასობით მოზარდი,  ჯგუფ-ჯგუფად იკრიბება. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები პატარები ეზოში, სახლებიდან,  იმ მცირე ოდენობის სათამაშოებს ეზიდებიან, რაც გააჩნიათ. შეკოწიწებულ ნივთებს ერთმანეთს უზიარებენ და თამაშიც იწყება.

აქ, ჯერ კიდევ, ის დრო შემორჩა, ბურთი, რომ მხოლოდ, ერთ ბავშვს  აქვს და თამაშის ხანგრძლივობაც, რომ მხოლოდ, იმ ერთზეა  დამოკიდებული. მობეზრებული, ერთი და იგივე  სათამაშოებიდან, ბავშვების უმრავლესობა, ქვიშაზე გადადის.

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები  პატარები, ქოხებს შორის არსებულ გუბეებში დაგროვილ წყალში ხტუნაობენ.  მზიან ამინდში კი,  მოძველებული  ველოსიპედებით ერთობიან.  მათთვის თანამედროვე გაჯეტები, უცხო ხილი ან სულაც, ფუფუნების საგანია. მათი ბავშვობა 90-იანებს მოგაგონებთ. ყველაფერს ისიც ემატება, რომ თვითნებურად დასახლებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, 10 წლის განმავლობაში, სახელმწიფომ მოედანი და ატრაქციონიც კი, არ მოუწყო.

ქვებისგან კოშკების აშენება, „დაჭერობანა“ თუ „თოფობანა“ ს თამაში ერთი დიდი ბედნიერებაა. ერთმანეთს ლუკმას უყოფენ და  ბავშვობის მოგონებებსაც ერთად აგროვებენ. აქვთ სურვილი, რომ მათ მოკრძალებულ სახლებთან ახლოს, გასართობი სივრცეები მოეწყოს.

ოცნების ქალაქში,  ხალხი 10 წლის წინ დასახლდა. ბავშვების უმრავლესობა აქ დაიბადა და უკვე, გაზიარდა კიდეც. თაობების სურვილები არ შეცვლილა.

ოცნების ქალაქში მცხოვრები ბავშვების  ყოველდღიურობა იდენტურია. მათი სურვილებიც ერთმანეთს გავს. პატარების უმრავლესობას, კითხვაზე, რაზე ოცნებობ? ერთიდაიგივე პასუხი აქვს - ჯანსაღი საკვები, ბევრი საათამაშო და დასახლებაში საბავშვო სივრცე.

მეტის ნახვა