ახალი ამბები • 1714047147
„World Travel Awards“-ის ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი
ტურიზმი
1658927165
წელს, ბათუმთან ერთად „ვორლდ თრეველ ევროდს “-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი. ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და არკოპოლისის გვერდითაა დასახელებული. რაც შეეხება ბათუმს, ის წელსაც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს. „ვორლდ თრეველ ევროდს“-ის ჯილდოს ბათუმი 2019 წლიდან არ თმობს. გამარჯვებული 1 ოქტომბერს, ესპანეთში მალიორკას კუნძულზე გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია მომავალ წელს ბათუმში გაიმართება.
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
მეტის ნახვა