ისრაელში, "ბათუმის დღეები" იმართება

ისრაელში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, "ბათუმის დღეები" იმართება. ორი დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრებს საშუალება აქვთ ქართულ ფოლკლორ შოუს დაესწრონ, სადაც აჭარული ხაჭაპურის, ხინკლისა და ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასები და დეგუსტაციები მიმდინარეობს.

ღონისძიებაზე წარდგენილია აჭარის ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც გარდა საყოფაცხოვრებო ნივთების გაცნობისა, სტუმრებს, ქსოვისა და ქარგვის მასტერკლასებში ჩართვის საშუალება აქვთ. აქტივობის მიზანი ისრაელში რეგიონის პოპულარიზაციაა.

მეტის ნახვა