ბათუმში, ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ფილიალი დაფუძნდა

ბათუმში, ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ფილიალი დაფუძნდა. იგი გიდებს, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და სექტორში მომუშავეებს აერთიანებს.

პროფკავშირების მიზანი აღნიშნულ რგოლში დასაქმებულთა ინტერესების დაცვაა. გეგმავენ, საკანონმდებლო ინიციატივების განხილვასა და საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში აქტიურად ჩართვას.

საუბრობენ ინიციატივებზეც რაც ტურისტულ საქმიანობაში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და გიდების სავალდებულო სერტიფიცირებას ეხება.

მეტის ნახვა