ბათუმში, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საინფორმაციო შეხვედრა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. ბსუ-სა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ უმასპინძლა.

შეხვედრაზე, ახალგაზრდებს ტურიზმის გამოფენასთან დაკავშირებული დეტალები გააცნეს. 40-მდე სტუდენტი „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენის“ ორგანიზებაში ჩაერთვება და ერთთვიან პრაქტიკას გაივლის.

EBIT 2024 ბათუმში, 10-12 მაისს გაიმართება. მას ორგანიზებას საგამოფენო კომპანია „EXPO  BATUMI” უწევს.

მეტის ნახვა