ბათუმის პოზიციონირება ევროპულ ბაზრებზე გრძელდება | დეპარტამენტი

ტურიზმი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპულ ქვეყნებში ბათუმის ცნობადობის გაზრდის მიზნით მუშაობა გრძელდება. ამჯერად, აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტები უწყებამ პრაღისა და ვენის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა.

დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტორების დაინტერესება, საქართველოს, როგორც ახალი და საინტერესო ტურისტული მიმართულების მიმართ მაღალია, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის არსებული პირდაპირი რეისების არსებობა.

"გამოფენების ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრები გამართა ჩეხეთისა და ავსტრიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციების, ასოციაციებისა და წამყვანი მედია საშუალებების მენეჯმენტთან. შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ელჩები ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკებში. გამოფენებზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარდგა.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 30-მდე საერთაშორისო ღონისძიებასა და გამოფენაზე გეგმავს რეგიონის პოპულარიზაციას. საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები აქტიურად იქნება წარმოდგენილი როგორც ევროპულ, ისე აზიურ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორისაა ბერლინის, ლონდონის, დუბაის, პარიზისა და ბარსელონას ტურისტული გამოფენები", - ამბობენ დეპარტამენტში.

მეტის ნახვა