აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

წელს, პირველად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე “ Satte 2024” ეცნობიან. ჩვენი ქვეყნის და რეგინის პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და კომპანიებთან ერთად ახორციელებს.

ღონისძიების ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს, მსხვილი  ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ინდოეთისთვის საქართველო ახალი ტურისტული მიმართულებაა. გასულ წელს, პირველად ამოქმედდა პირდაპირი რეისები ნიუ დელი-თბილისის მიმართულებით.

გამოფენაზე 50 ქვეყნის 1500 -ზე მეტი ტურისტული კომპანია, სახელმწიფო ორგანიზაცია და ტურისტული ბიზნესია წარდგენილი.

მეტის ნახვა