აჭარა მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი

აჭარის ტურისტული შესაძლებლობები მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზეა “ITB Berlin 2024” წარდგენილი. რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს უმსხვილესი ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

"მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და 39 კერძო კომპანიასთან ერთად მონაწილეობს.

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი 20 საერთაშორისო ღონისძიებასა და გამოფენაზე წარადგინა. მათ შორისაა გამოფენები ევროპული ქვეყნის დედაქალაქებსა და აზიაში", - ნათქვამია განცხადებაში.

მეტის ნახვა